ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიმართ ეუთოს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

„ეუთო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან. ჩვენი გამოცდილების ფარგლებში ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს გამოწვევებს. როგორც ყველა ორგანიზაციაში ეუთოშიც, უკრაინის გარშემო არსებული პრობლემები, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესია მთავარი საკითხია. ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა მობილიზებულია ამ საკითხის გარშემო. ეუთოს წევრები მიმდინარე მინისტერიალზე მუშაობენ აქტიურად კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციაზე , კოორდინაციაზე ურთულეს გამოწვევასთან გასამკლავებლად. ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია ამ პლატფორმაზე. ვისაუბრეთ გამოწვევებზე, ოკუპაციაზე. პარტნიორები აქტიურად გამოხატავენ მხარდაჭერას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები