რუსეთის მილიციამ ჩრდილოეთ ოსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ „დათო“ დააკავა

  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი „კანონიერი“ ქურდი, მეტსახელად „დათო“ დააკავეს. 33 წლის საქართველოს მოქალაქე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი განყოფილების თანამშრომლებმა ჩრდილოეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აიყვანა. როგორც რუსეთის „МВД“-ს პრესსამსახური იუწყება, ქართველი „კანონიერი ქურდი“ იარაღის უკანონოდ ტარების ეჭვის საფუძველზე, ჩრდილოეთ ოსეთში, დასახლება მიხაილოვსკოეს ტერიტორიაზე დააკავეს.
ჩხრეკის შედეგად კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოაჩნდა „ტტ”-ს მარკის პისტოლეტი სავსე მჭიდით, რომელშიც განთავსებული იყო 7,62 მმ კალიბრის 8 ტყვია. დაკავებულის მიმართ იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაკავებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოსავლენად.
შეგახსენებთ: ეს ინფორმაცია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

10603140_10203329594018295_1724713514_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები