მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია, ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მომაკვდავი, გვითხარით, რა არის მკურნალობა ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს

დღეს გაჩნდა უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ერთი წელია, ადამიანები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობენ, თუმცა, როდესაც ისმის კითხვა, რა არის რეკომენდებული მკურნალობა ან სამედიცინო მანიპულაცია, ამას ვერავინ პასუხობს.

„ერთი წელი გავატარეთ იმ ამბავში, რომ დადიან ადამიანები და იძახიან ხმამაღლა, რომ სააკაშვილი არის მომაკვდავი, რომ მას არ აქვს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პრობლემები აქვს ამ მიმართულებით. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, თხოვნებისა, დაჟინებული მოთხოვნებისა, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ გვითხარით, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია ზოგადად, რომელიც სჭირდება ამ კაცს და რომელსაც ის ვერ იღებს საქართველოში საპატიმრო დაწესებულების პირობებში, გვითხარით ეს და ვერავინ ამ დრომდე ამას ვერ ამბობს. დღეს გაჩნდა ის უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ცენტრი „ემპათიის” განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები