საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე ევროპარლამენტის აპარატის უფროსს კლაუს ველეს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსების ქსელის ხელმძღვანელმა – ქეთევან კვინიკაძემ ევროპარლამენტის აპარატის უფროსთან, კლაუს ველესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კოლეგებმა იმსჯელეს ევროპარლამენტთან რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, განიხილეს ქსელის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებების განრიგი და ფორმატი.
“ასოცირებული ქვეყნების პარლამენტების მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა კლაუს ველემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები