ირაკლი კობახიძე: ქვეყანას ვერავის ავარევინებთ
“რაც შეეხება დიაგნოზს, მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმარს არ აქვს. დაავადებების ასეთი ჩამონათვალი შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის არევის შესაძლებლობა არავის მიეცემა.
“გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ქვეყანას ვერავის ავარევინებთ. არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ შესაბამისმა ორგანოებმა. და ჩვენგან, მათ შორის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ითხოვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აცდენილია სამართალს, კანონს, ყველაფერს. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის პიარული და პოლიტიკური კამპანია, იმისთვის რომ სააკაშვილის ქვეყნის ასარევად გათავისუფლდეს“, – განაცხადა კობახიძემ.