გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს ქვეყნიდან სააკაშვილის გაყვანას

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისი დოკუმენტი “იმედმა” მოიპოვა.დოკუმენტში წერია, რომ კომპანიას პატივი აქვს მხარი დაუჭიროს გიული ალასანიას მიხეილ სააკაშვილის სახელით, ამ საკვანძო დროს.

„გთხოვთ, მიიღოთ ეს წერილი, როგორც თანხმობა, ვიმუშაოთ თქვენი სახელით, მოგაწვდით სტრატეგიულ კონსულტაციებს, კავშირებს მედიასთან და დაინტერესებულ პირებთან, როგორც ეს კონტრაქტშია მითითებული და ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იურიდიული მომსახურების შესახებ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გიული ალასანიამ პასუხი 17 ნოემბერს მიიღო. შეთანხმების მიხედვით, კომპანია, იღებს პასუხისმგებლობას, რომ გაუწევს პიარ-კამპანიას ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის  გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზებს ამ თემისთვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები