რატი ბრეგაძე: ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა

თამამად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, მაშინ როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარი სპეკულაციის სივრცე ოპოზიციას უკვე ამოწურული აქვს.

„საბოლოო ჯამში, როგორც ვიხილეთ, ის საკითხი, რომელზეც ამდენი ხანი იყო საუბარი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ესეც გადაეგზავნოს მათ შორის ვენეციის კომისიას. ვფიქრობ, ყოველგვარი სპეკულაციის სივრცე ოპოზიციას უკვე ამოწურული აქვს. ამიტომაც არის მათი მხრიდან სრულიად გაუგებარი და შეუსაბამო განცხადებები. ვენეციის კომისია, რა თქმა უნდა სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს, იქ არ არიან პოლიტიკოსები. იქ არიან ღვაწლმოსილი იურისტები, რომლებსაც სამართლის სფეროში გააჩნიათ ღრმა ცოდნა და ისინი აკეთებენ სამართლებრივ შეფასებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები