“ნატო-მ აღმოსავლეთის ფლანგის დასაცავად უფრო მეტი უნდა გააკეთოს” – რუმინეთის პრეზიდენტი
ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის დასაცავად საჭიროა მეტი ჯარი, წინასწარ განლაგებული იარაღი და დეტალური საბრძოლო გეგმები.
ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორდღიანი შეხვედრის წინ განაცხადა, – იტყობინება Stars and Stripes-ი.
იოჰანისმა თქვა, რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო, საჭიროა „ბევრად კონკრეტული და თამამი“ გადაწყვეტილებები მისი ქვეყნისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოკავშირეებმა უკვე გადადგეს მრავალი ნაბიჯი ამისკენ.
მისი თქმით, მოკავშირეებმა უნდა განახორციელონ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის იდეები, რომლებიც ამ წლის დასაწყისში იყო წარმოდგენილი და მოიცავს თავდაცვის გეგმების განახლებას.
იოჰანისმა თქვა, რომ ეს გეგმები უნდა დასრულდეს, რათა “ჩვენ გადაწყვეტილებების მიღება ბოლო შესაძლო მომენტში არ მოგვიწიოს”.