ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით სეულში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, სეულში იმყოფება.

მინისტრი გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნით ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

“მინისტერიალზე ისაუბრეს პოსტკოვიდ ეპოქაში GHSA პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობებზე – პანდემიის მართვის, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებში შეძენილი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ვირუსული ინფექციების მართვის საკითხებზე და, ამ მიზნით, იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, კორეის რესპუბლიკაში მინისტრის მოადგილე – ილია ღუდუშაურიც იმყოფება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები