პეტერ ფიშერი – გერმანია დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მომხრეა

“გერმანია დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მომხრეა,”- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის განცხადებით, 1918 წლის 26 მაისი აღნიშნავს ქართველი ხალხის სურვილს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სწრაფვაში.

„გერმანია დღესაც, ისევე როგორც მაშინ, დგას ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს მომხრეა. 1918 წლის 26 მაისი აღნიშნავს ქართველი ხალხის სურვილს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სწრაფვაში. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“- წერს დიპლომატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები