პაატა სალია: ეს დღე გვასწავლის იმას, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა და იქ, სადაც არ არის თავისუფლება, შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე

„ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ყველა იმ თაობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავი დადო და წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ეს დღე გვასწავლის იმას, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა; ეს დღე არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების და იქ, სადაც არ არის თავისუფლება, შეუძლებელია საუბარი განვითარებასა და კეთილდღეობაზე. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებულია თითოეულ მოქალაქეზე, უსმენს მათ, ითვალისწინებს მათ აზრს, ზრუნავს მათზე და, შესაბამისად, ვქმნით ისეთ ქვეყანას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, ჰქონდეს კეთილდღეობა, ჰქონდეს განათლების, მუშაობის და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „პოსტვ”-ის ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა 26 მაისი მიულოცა ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური ამოცანა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ასწლეულის განმავლობაში თაობები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ძალიან იშვიათად იყო დრო, როცა ქვეყანა იყო ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ბოლოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მოვიპოვეთ, რომელიც შემდგომ ანექსიით დასრულდა, მაგრამ 1991 წელს ჩვენ შევძელით, აღგვედგინა ის დამოუკიდებლობის აქტით”, – აღნიშნა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები