საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს 10 წლის ლიზი პოპი წარადგენს
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს 10 წლის ლიზი პოპი (ლიზა ჯაფარიძე) წარადგენს. საბავშვო ევროფესტივალის მონაწილეები პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფმა შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეარჩია. მსმენელი ლიზი პოპის საკონკურსო სიმღერას უახლოეს მომავალში შეაფასებს. მასთან ერთად საზოგადოება იხილავს სოფო და დეა დაშნიანებს, რომლებიც სოლისტის ბექ-ვოკალისტები იქნებიან. ქართველი მონაწილეები 15 ნოემბერს, მალტაში, საბავშვო ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე წარდგებიან.