მიხეილ ყაველაშვილი: მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გიორგობას აღნიშნავს, “ნაცმოძრაობა” „ვარდების რევოლუციას“ ზეიმობს
მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გიორგობას აღნიშნავს, “ნაცმოძრაობა” „ვარდების რევოლუციას“ აღნიშნავს, – ამის შესახებ მოძრაობის “ხალხის ძალა” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
“მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გიორგობას აღნიშნავს; პატრიარქი, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, როგორი მოწიწებითაა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და არა მარტო მართლმადიდებელი, სხვა კონფესიის წარმომადგენლები როგორი პატივისცემით არიან ჩვენი ეკლესიის მიმართ, შეხედეთ, დღევანდელ მილოცვაში ვინ გამოჩნდნენ! ადამიანები, რომლებიც 19 წლის წინ „ვარდების რევოლუციას“ გულშემატკივრობდნენ. ეს ადამიანები „ვარდების რევოლუციას“ აღნიშნავენ,” – თქვა ყაველაშვილმა.