პარლამენტთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება
პარლამენტთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი მირიანაშვილი განმარტავს, აქცია მოქალაქეთა ჯგუფის ორგანიზებით იმართება და “ვარდების რევოლუციის” მე-19 წლისთავს ეძღვნება.
“ვარდების რევოლუციამ თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა განაპირობა. ყველაფერი, რაც საქართველოში წარმატებულია, ვარდების რევოლუციის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა,” – ამბობს მირიანაშვილი.