მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტში ნამდვილად არ არის იმის განცდა, რომ სააკაშვილი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში იმის განცდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს – არ არის.
,,ვხედავთ კამპანიას ევროპარლამენტში და ვნახეთ კომიტეტის სხდომაზე სააკაშვილის ოჯახი. მათ ჰქონდათ შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და ცდილობენ ევროპარლამენტარები დაარწმუნონ სირთულეში, რაც ახლავს სააკაშვილის საქმეს. ევროპარლამენტში ნამდვილად არ არის იმის განცდა, რომ სააკაშვილი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.