რატი იონათამიშვილი: ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან, „ნაცმოძრაობა“ სიძულვილის ენით გამოვიდა, მაგრამ მათ ეს დესტრუქციული ქმედებებიც ჩაუფლავდათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება კარგად ხედავს, ევროპული პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას აზიანებს, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ.

„ევროკავშირის გაფართოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც ფაქტობრივად თავიდან გახაზა ევროკავშირის საზღვრები, სადაც კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იყო აღნიშნული. ეს მოხდა ზუსტად იმ კონგრესზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა იყო და უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის გაფართოების მიზნით და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, პერსპექტივის მიღების დღიდან, ვინ მოქმედებს პასუხისმგებლიანად, ვინ უზრუნველყო სამუშაო პროცესი და პირველივე დღიდან ვინ შეეცადა პერსპექტივის სტატუსის დაკნინებას. პერსპექტივის სტატუსის მიმართ „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილის ენით გამოვიდა, მაგრამ მათ ეს დესტრუქციული ქმედებებიც ჩაუფლავდათ. დღესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, გარდა იმასა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა დააზიანონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. ეს ნათლად ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პარტიული, კლანური დაპირისპირებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები