პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა

პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გააგზავნა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის ცვლილებები წარდგენილია საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები