მამუკა მდინარაძე – კეზერაშვილისა და კურტ ვოლკერის შეხვედრაზე: საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია – ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ

“ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც”,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ​”კვირას“ მიერ გავრცელებულ ფოტომასალასა და ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.

მდინარაძის აზრით, შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა.

„საუბრის თემა რა იქნებოდა და რა საკითხებზე იმსჯელეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობდით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და მათ ოლიგარქებზე, არამედ დავალებების მიმცემებზე, ამ ფრაზას ხომ შემთხვევით არ ვიყენებდით და ამის უკან ხომ რაღაც არის, ჰაერიდან არ მოგვიტანია, ამის უკან გარკვეული რეალობა დგას. ყველა ხედავს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როგორც ჩანს, ახლა ჩვენ მტკიცებულება გვაქვს დავალების მიმცემის შესახებ. ამ ადამიანის მიერ საქართველოსა და ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს წინააღმდეგ დავალებების მიმცემი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გამოკვეთილია და ამას ადასტურებს ერთ-ერთი ჟურნალისტი კონკრეტული მტკიცებულებებით. არ მგონია, ეს შეხვედრა შემთხვევითი ყოფილიყო და ხელოვნებაზე ესაუბრათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები