მდინარაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს, ის ბევრი წელია, მედიაპროდუქტია

„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად ცოცხლობს მედიით, ის ბევრი წელია, მედიაპროდუქტია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყნის ჩამოქცევის გეგმიდან ერთმანეთის ჩამოქცევაზე გადავიდნენ.

„რეალურად, რომ არა მათი მედიასაშუალებები, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიაპროდუქტი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაკავებულია მავნებლობით და რომელსაც აცოცხლებენ მისი დავალების მიმცემები და დამფინანსებლები გარედან. რეალურად ისინი რამე აქტივობას არ ახორციელებენ უკვე წლებია. მათ ანგარიშზე ერთი გაკეთებული საქმე არ არის. საქართველოს პარლამენტში ბოლოს როდის ნახეთ მათ მიერ დაყენებული რაიმე ისეთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ქვეყანას რაიმე სარგებელს მოიტანდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები