„X FEST BATUMI – 2014“ ბათუმში 16-19 აგვისტოს გაიმართება

  16 აგვისტოდან – 19 აგვისტოს ჩათვლით ბათუმში ექსტრემ ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაცია, My Moto და Riders Inc-ი ატარებს.
ფესტივალი გაგრძელდება ოთხი დღე და მოიცავს სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს. კერძოდ, მოტო დრაგი, ენდურო კროსი, პარკური, როლერების და სკუტერების შეჯიბრი. ღამის თამაშები, ეგრეთ წოდებული night game, შოტლანდიური თამაშები და სხვადასხვა სიურპრიზი.
გაკეთდება კარვების ბანაკი გონიოს სანაპიროზე.
ექსტრიმპროგრამა მოიცავს 4 – დღიან გასართობ და სპორტულ ღონისძიებებს, კერძოდ:
1 დღე: ვიკრიბებით დილის 9:00 საათზე დიდ ველოსიპედთან;
10:00 ვიძვრებით ბათუმის მიმართულებით. ქუთაისში ვჩერდებით 2 საათით და ვატარებთ დრაგს შოუს ელემენტებით, რის შემდეგაც დავიძრებით ბათუმისკენ გაუჩერებლად. ბათუმში ჩასვლისას მსურველები წავლენ სასტუმროში ან ჩვენთან ერთად კარვების ბანაკში. დაინთება კოცონი და მუსიკა ცოცხალი შესრულებით, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაიძინოთ.
მე-2 დღე: 17 აგვისტო, 12:00, როლერების და სკეიტერების შეჯიბრი სკეიტპარკში.
18:00 პარკურის შეჯიბრი ბულვარში ინტურისტებთან.
მე-3 დღე: 12:00 საათზე, გონიოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე,ზღვის ნაპირთან ახლოს იწყება ენდურო კროსი.
საღამოს კარვების ბანაკში დაიწყება თამაშები.
მე-4 დღე: 17:00 საათზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება შეჯიბრი მოტოდრაგში. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ მოტოები შემდეგი კუბატურით:
6:00 сс: 10: 00 сс: მონსტერ კლასი. ასევე ცალ თვალზე მეტი მანძილის დაფარვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები