შალვა პაპუაშვილი – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანებაზე: ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნება

სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას რომ არაფერი მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერების: გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის გაერთიანებას.

პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალიზმს გასაქანი არ აქვს, არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნება.

„სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას რომ არაფერი მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით. ესეც მორიგი მცდელობაა. უბრალოდ, მცდელობაა ანტურაჟის შექმნის, რომ თითქოს, რაღაც ხდება მათ ფლანგზე, სინამდვილეში, საერთოდ არაფერი ხდება. ზუსტად იგივე ხდება, რაც ადრე იყო. ეს არის ნაკლები პატრიოტიზმი და ნაკლები სურვილი, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. სწორედ პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს და რის გამოც ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს. ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და, რა თქმა უნდა, არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები