“ფოტოები აჩვენეს და ამოიცნო” – 10 წლის გოგონას გატაცების მცდელობის ფაქტზე მოზარდის ბიძა ახალ დეტალებზე საუბრობს

მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცების მცდელობის  საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოზარდის ბიძა ამბობს, გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან კამერები ამოიღო, სავარაუდო დამნაშავის ფოტოები კი ბავშვმა ამოიცნო.

“ჩემი ინფორმაციით, სოფელში ყველა ჩანაწერის ამოღება დაიწყო პოლიციამ. უკვე სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით პირველადი შედეგებიც გვაქვს. გამომძიებელმა კამერების ამოღებული ფოტოები ჩემ დისშვილს აჩვენა და სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო. ბავშვი ახლა წაიყვანეს პოლიციაში. ჩვენც ეს გვინდა, რომ პოლიციამ იმოქმედოს და დამნაშავე დაისაჯოს, სხვა არაფერი გვინდა, – თქვა ჰამზა უსატოვმა.

შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შესვენებაზე სკოლიდან მაღაზიაში გადასულ 10 წლის გოგონას უცნობმა მამაკაცმა ტკბილეული შესთავაზა და მანქანით წაყვანა შესთავაზა, თითქოს ეს მისმა მშობლებმა დაავალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები