მარნეულში 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს – დაწყებულია გამოძიება

მარნეულში, სოფელ წერეთელში, სავარაუდოდ, 10 წლის გოგონას გატაცება სცადეს.

არსებული ინფორმაციით, 10 წლის მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტი საჯარო სკოლასთან 4 დღის წინ მოხდა, როცა გოგონა სკოლიდან შესვენებაზე მაღაზიაში გავიდა, მაღაზიიდან გამოსულს კი უცნობმა მამაკაცმა მანქანა გაუჩერა და ტკბილეულით ცდილობდა გოგონა მოეტყუებინა, თითქოს მისმა მშობლებმა გაგზავნეს.

მოზარდის მშობლები ითხოვენ გამოავლინონ მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ფორდის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები