Georgia Summer Fest – 2014 იწყება

  15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმი “Georgia Summer Fest”-ს უმასპინძლებს. ფესტივალში მსოფლიო და პოსტსაბჭოთა სივრცის 80-იანი წლების ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ყოველდღიურად მაყურებელი სცენაზე 8 ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს იხილავს, რომლებიც 80-90-იანი წლების ჰიტებს შეასრულებენ.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: Boney M, Sandra, Ottawan, Arabesque, Baccara, Eruption, Joy, Kaoma, 2 unlimited, Snap, Haddaway, Ace of base, Ola, Dr. Alban, Demo, Virus, Отпетые мошенники, Не Ангелы, Бьянка, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, Fly Project, Samantha Jade.
Georgia Summer Fest – 2014 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პატრონატით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები