ბუდაპეშტში საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა
ბუდაპეშტში უნგრელი ხელოვანის ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა The Wedding Ceremony of the Moon გაიხსნა. ღონისძიება უნგრეთის ჟურნალისტთა ასოციაციაში გაიმართა. ფოტოგამოფენის გახსნას უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები ესწრებოდნენ.
გამოფენაზე ღონისძიების მონაწილეთა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. ისაუბრეს საქართველოს მიღწევებზე და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. ფოტოგამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. უნგრეთის ჟურნალისტთა ასოციაცია საქართველოსადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას 15 სექტემბრამდე უმასპინძლებს.