ავღანეთში დიდგორობის დღესასწაული აღნიშნეს

   ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე, ავღანეთში, დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიებაში ISAF-ის მისიაში მონაწილე სამთო – სადაზვერვო ბატალიონი მონაწილეობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებმა ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე შესრულდა ხალხური სიმღერები. ჯარისკაცებმა საკუთარი და ცნობილი პოეტების ლექსებიც წაიკითხეს. დიდგორობის დღესასწაულს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროებიც დაესწრნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობამ წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. ავღანეთში მყოფი სამთო – სადაზვერვო ბატალიონის პირადი შემადგენლობა პერიოდულად კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში აქტიურად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. მომავალში ჩემპიონატის გამართვა ჭადრაკსა და ფეხბურთში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები