შალვა პაპუაშვილი: ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია

ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტის დელეგაციებმა ჩვენ-ჩვენი პერსპექტივიდან გამოვხატოთ სოლიდარობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხება იმას, თუ რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე.

„რაც შეეხება ჩვენს დელეგაციასა და ჩემს გამოსვლას, რა თქმა უნდა, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, რა იყო თავის დროზე ამაზე შესაძლოა არასათანადო რეაგირება და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები