ცხინვალში, კერძო სახლში ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან 2 თბილისში გადმოიყვანეს

ცხინვალში,  გერცენის ქუჩაზე მდებარე, ორსართულიან კერძო სახლში 24 ოქტომბერს, გამთენიისას მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან ორი სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადმოყვანილი.

ამის შესახებ “წითელი ჯვრის” ორგანიზაციაში განაცხადეს.

“ეს იყო გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შემთხვევა. ორი პაციენტის გადმოყვანა მოხდა ჩვენ მიერ თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში”, – თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სოფო ელიზბარაშვილმა.

24 ოქტომბერს ადგილობრივი მედია წერდა, რომ მომხდარის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა, თუმცა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა და იგეგმებოდა მათი ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ გაყვანა.

ცხინვალში მომხდარ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები