თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცველ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.

მისი თქმით, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცველ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი.

ჯო უილსონის განცხადებებს კი ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის რუპორი, რომელსაც მყვირალა განცხადებების გაკეთებაში ფულს უხდიან. ის ლიბერალი რესპუბლიკელია, რომელსაც თავისი როლი აქვს და მისი გაკეთებული განცხადებით მარტივად მიხვდები, რომელი ფრთის დაკვეთას ახმოვანებს.

როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, ამით ის ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს. ტრამპის ამ განცხადების ფონზე კი მისი პარტიის წარმომადგენელი ჯო უილსონი ამბობს, რომ თურმე საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას და ა.შ. რეალურად, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე. დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია – საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, ჩინეთსაც საქართველოში სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩინეთი პატივს სცემს ტრადიციებს, რელიგიას და ღირებულებებს და ქვეყანა, რომელმაც იცის ღირებულებების ფასი, სხვის ღირებულებებს ცუდად არ შეეხება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა შედგენა, საქართველო წავა წინ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები