ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი დარტყმები გააუქმა

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ირანთან მოლაპარაკებები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ბოლომდეა მიყვანილი და დამტკიცებული.

„იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ. მოლაპარაკებები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეპტუალურად, ისე დეტალურად, დამტკიცებულია ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტისა და სხვათა მიერ. საზღვაო ბლოკადა სრულად და ძალაში დარჩება მანამ, სანამ ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება – ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები