სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი პირი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები