მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მექსიკის გამარჯვებით დასრულდა.

ქვეყანამ გახსნით შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა – თავი ხულიან კინიონესმა გამოიჩინა, რომლის გოლიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მუნდიალების გახსნით შეხვედრებში გასული ყველაზე სწრაფი გოლი გახდა.

მატჩის 67-ე წუთზე, რობერტო ალვარადოს ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით გოლი რაულ ხიმენესმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი 3 ქულა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები