გაეროს გენერალურმა მდივანმა აშშ-სა და ირანს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღრმად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციით და ირანსა და შეერთებულ შტატებსა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

„გენერალური მდივანი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის გამო… და მოუწოდებს მხარეებს, დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულ შესრულებას, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი გაუარესება“, – აღნიშნა დიუჟარიკმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები