აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან „დიდი შეთანხმების“ შესახებ განაცხადა, რომელმაც შესაძლოა ომი დაასრულოს.
მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა ევროპაში შესაძლოა მალე შედგეს, რომლის ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება.
„დოკუმენტებს პრაქტიკულად საბოლოო სახე აქვს, ასე რომ, ვნახოთ. ეს საკმაოდ სწრაფად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც მან აღნიშნა, ის ახლახან ესაუბრა რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ხელმძღვანელებს.