ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 70 წლამდე მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.