როგორ ემშვიდობებიან რობინ უილიამსის შვილები მამას

  რობინ უილიამსის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი შვილები პირველ განცხადებას ავრცელებენ. ზაკ და კოდი უილიამსები მამის დაკარგვას ეხმაურებიან.
უფროსი შვილი, 31 წლის ზაკ უილიამსი მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
„გუშინ მე დავკარგე მამა და საუკეთესო მეგობარი. მსოფლიო უფრო ნაცრისფერი გახდა. ის სულ ჩემთან ერთად იქნება. ყველას, ვისაც ის უყვარდა, ვთხოვ, ახსოვდეთ ის ისეთი კეთილი, ზრდილობიანი და გულუხვი, როგორიც იყო“.
მსახიობის უმცროსი შვილი, 19 წლის კოდი უილიამსი :
„არ არსებობს სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემს სიყვარულს და პატივისცემას მამის მიმართ. სამყარო მის გარეშე ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო. ძალიან მომენატრება და სულ ჩემთან ერთად იქნება ცხოვრების ბოლომდე. და დაველოდები მომენტს, როდესაც ჩვენ ისევ შევხვდებით“.
რობინ უილიამსის 25 წლის ქალიშვილმა ზელდა უილიამსმა ტვიტერის გვერდზე დაწერა: „მიყვარხარ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები