გიორგი სარდალაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

სარდალაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ისრაელის წარმომადგენელი, მატან კოკოლაევი დაამარცხა.
მესამე წრეში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ მეტოქეს, მაქსიმ მერლინს აჯობა, მეოთხედფინალში კი სარდალაშვილმა თურქეთის წარმომადგენელი, სალიჰ ილდიზი დაამარცხა.
ნახევარფინალში 19 წლის ქართველს კვლავ აზერბაიჯანელი მეტოქე ჰყავდა და ბალაბაი აღაიევს იპონით აჯობა, ხოლო ფინალში სარდალაშვილმა ტაივანის წარმომადგენელი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, იუნგ ვეი იანგი ვაზარით დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები