აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც17:00 საათზე ამოქმედდება.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მისთვის პატივი იყო მსოფლიოს მასშტაბით 9 ომის მოგვარება და „ეს მე-10 იქნება“.
„ახლახან შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან. ეს ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ მათი ქვეყნების მშვიდობის მისაღწევად ფორმალურად დაიწყებენ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას 17:00 საათიდან [ვაშინგტონის დროით]. სამშაბათს, ორი ქვეყანა 34 წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ აქ, ვაშინგტონში, ჩვენს დიად სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს დენ კეინს დავავალე, რომ ისრაელთან და ლიბანთან იმუშაონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოს მასშტაბით 9 ომის მოგვარება და ეს მე-10 იქნება, ასე რომ წინ, გავაკეთოთ ეს!“ – წერს ტრამპი.