მაია ბითაძე: საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები

“საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები,” – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.

„ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში. ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ“, – აღნიშნა ბითაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები