ტრამპი: მაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმო რომის პაპს
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაპმა გაიგოს… ირანმა 42 000 სრულიად უიარაღო ადამიანი მოკლა“, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპის განცხადებას, რომელმაც „ტირანები“ გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ომის წარმოებაში მილიარდებს ხარჯავენ.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღის ჰქონდეს და „პაპმა ეს უნდა გაიგოს“.
კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა ის პაპს „ურთიერთობის მოსაგვარებლად“, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია“.
პრეზიდენტს ჰკითხეს, წუხს თუ არა, რომ პაპთან მისი დაპირისპირება მის კათოლიკე მხარდამჭერებს აღიზიანებს, რაზეც ის პასუხობს: „არა, არა, არა, არა. მე სწორად უნდა მოვიქცე“.
მხარდამჭერების შესახებ დასმული კითხვის შემდეგ მან კიდევ ერთხელ განაცხადა: „მე პაპის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, თუმცა „შემიძლია არ დავეთანხმო პაპს… მე მაქვს უფლება, არ დავეთანხმო პაპს“.
მისი თქმით, ის იცნობს პაპის ძმას, რომელიც MAGA-ს (ტრამპის მოძრაობის) მომხრეა.