გიორგი კახიანი: თუ ვინმე მოინდომებს რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილებას, უსაფრთხოების სამსახურებს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება
“თუ ვინმე მოინდომებს რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილებას, უსაფრთხოების სამსახურებს ამაზე შესაბამისი რეაგირება ექნება,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში რევოლუციების მოწყობის 5 მცდელობა იყო, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა.
„მე არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე, მაგრამ ეს თუ მაინც ვინმეს მოუვიდა თავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა კახიანმა.