აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბირთვული იარაღი არ ექნება.
„ძალიან კარგად გამოიყურება, რომ ირანთან შეთანხმებას ვდებთ და ეს კარგი შეთანხმება იქნება, ეს იქნება შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე… ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი განცხადება, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. მოდით, ვიყოთ გულახდილები, 20 წლიანი ლიმიტი არ არსებობს“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ირანული მხარისგან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.