გიორგი კახიანი – „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას, როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის შიგნით საზოგადოების მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებს, რადგან მცდელობები, რომ თავი ღირებულებების მატარებლად წარმოაჩინონ, არის ფარისევლობა.

„პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დღეებში გამოჩნდა, რა ღირებულებებზე დგას საზოგადოება და ეს დაინახეს მათაც [ოპოზიციამ]. გადაწყვიტეს ეს ყველაფერი როგორმე თავიანთ პოლიტიკურ მანიპულაციებს დაუკავშირონ და მოარგონ, მაგრამ შეუძლებელია ამის გაკეთება. მოედანზე რომაა საუბარი, ხომ ჩანს, როგორ უყურებენ ისინი ეკლესიას?! დარწმუნებული ვარ, ეს ძალა [„ნაცმოძრაობა“] ქვეყნის შიგნით საზოგადოების მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებს, რადგან მცდელობები, რომ თავი ღირებულებების მატარებლად წარმოაჩინონ, არის ფარისევლობა, რომელიც ძალიან მარტივად იკითხება. კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!“,- აღნიშნა კახიანმა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.

„ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ – არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები