პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარდაბნისა და მარნეულის

მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც 10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები