გიორგი კახიანი – აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია
დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟს.
„რადიკალური ძალა ცდილობს დეზინფორმაციებით დააზიანოს ბიძინა ივანიშვილის სახელი. როგორც ადრე ხდებოდა, რომ ბოლოს მოკლე ფეხებიანი ტყუილი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ახლაც საქმე. აბასთუმნის კურორტი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების შედეგად, დღეს მართლაც უნიკალური კურორტია. ადგილი, რომელიც ფაქტობრივად გაპარტახებული იყო, მძიმე მდგომარეობაში, დღეს გახდა მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის. უამრავი ინვესტიციაა ჩადებული. ობსერვატორიის რეაბილიტაციაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით მოხდა. დენდროლოგიურ პარკზეც ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისთვის აშენებდა. გავიდა დრო და ვხედავთ, რომ რეგიონში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია. „ბლექსი არენაზეც“ ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისთვის აკეთებდა. ასეთი დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია“, – აღნიშნა კახიანმა.