ირაკლი ზარქუა: რუსეთთან მიმართებით გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს
“რუსეთთან მიმართებით გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები საჭიროებისამებრ მუშაობენ.
“ჩვენ რუსეთთან მიმართებით გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა – დღემდე რამდენმა გადმოკვეთა რუსეთის მოქალაქემ, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა, არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი”, – განაცხადა ზარქუამ.