სალომე ზურაბიშვილი ბართინში მომხდარ ტრაგედიაზე: ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა

ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქებასთან დაკავშირებით წერს.

პრეზიდენტი გარდაცვლილთა ოჯახებს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

“ტრაგიკული ამბავი  თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს  მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები