დღეს ხობში „ცოტნეობა“ იმართება

   დღეს ხობში საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა 2014“ იმართება.
სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად დღესასწაულზე პოეზიის საღამო გაიმართება, რომელზეც მონაწილეობენ ახალგაზრდა პოეტები: ნინო კემულარია, ჭაბუკი ქოიავა, ჯანო შენგელია და თემურ ელიავა.
„ცოტნეობა -2014“
პროგრამა
09:00 სთ. წირვა – ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
ფოტო-გამოფენა „ჩემი სამეგრელო“ – კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი.
წიგნების გამოფენა გაყიდვა
სპორტული სანახაობები
12:00 სთ. ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში –
ქ. ხობის ცენტრალური სტადიონი.
12:30 სთ. გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში – კულტურის სახლი
13:30 სთ. რუბენ და იური ბახიების სახელობის პირველობა ჭადრაკში –
კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი.
14:00 სთ. ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში –
საჭიდაო მანეჟი
15:00 სთ-დან ფაცხები
კუთხური ფოლკლორი, ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების გამოფენა, ტრადიციული მეგრული სამზარეულო, ქორწილი.
თეატრალიზებული, მხატრული კომპოზიცია „პატარა საქართველოს რაინდული გული“
17:00 სთ. ანსამბლ თსუ „გორდელა“, ადგილობრივი და რეგიონის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი.
20:00 სთ-დან პოეზიის საღამო, საქველმოქმედო კონცერტი – კულტურის სახლის მიმდებარე მოედანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები