დოკუმენტური ფილმის – „განცალკევებულნის“ ჩვენება გაიმართება
13 აგვისტოს, 19:00 საათზე, კავკასიურ სახლში, ქართულ-სამხრეთ ოსური ურთიერთობების შესახებ გადაღებული ფილმის – „განცალკევებულნის“ ჩვენება გაიმართება.
„განცალკევებულნი“ არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი ომითა და კონფლიქტით დაშორებული ერის ისტორიას. საერთაშორისო გადამღებმა ჯგუფმა აჩვენა ამ კონფლიქტის სახე ისე, როგორც ის გარედან ჩანს, კრიტიკულად გააანალიზა ქართული მიდგომა ოსების მიმართ და კონფლიქტის გაგება. ფილმი შეიცავს ინტერვიუებს ქართველ და საერთაშორისო ისტორიკოსებთან, სოციოლოგებთან და პოლიტიკურ მეცნიერებთან, ასევე, როგორც იმ ხალხთან, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ან იყო მოწმე კონფლიქტში, ან დღესაც არის მისი გავლენის ქვეშ.
ფილმი ჟურნალისტებისა და რეჟისორების საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა, რომელშიც შედიან სპეციალისტები ბრიტანეთის სამეფოდან, გერმანიიდიან, ჩეხეთსა და სლოვაკეთიდან. მასზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმი ორგანიზაცია „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობით იქნა გადაღებული.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტთან ალექსანდრე რონდელთან.