ირაკლი ზარქუა – ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირზე: მთავარია სახელმწიფოს პოზიცია და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებაც

“დასწრებაზე ხომ არ არის?”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ უპასუხა ხელისუფლებამ  ბულგარეთისგან განსხვავებით რუსეთის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან კავშირი უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდა.

ზარქუას თქმით, საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გაკეთდება.

“დასწრებაზე ხომ არ არის? აქ მთავარია სახელმწიფოს პოზიცია და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებაც. მცდელობა აქვთ გარკვეულ ჯგუფებს, როგორც აქ, საქართველოში, მავნებლებს, ისევე საზღვარგარეთ, რომ საქართველო იყოს ჩართული ამ ომში”, – აღნიშნა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები